კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის
რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის
სახელი და გვარი:ირმა
ჩორგოლაშვილი
შეხვედრის თარიღი: 25/01 ;
16/02; 05/03
შეხვედრის თემა:განმავითარებელი
შეფასების ტიპები და მეთოდები.
შეხვედრის მიზანი:განმავითარებელი შეფასების მეთოდების
განხილვა, საკუთარი გამოცდილებების გაზიარება შეფასების მეთოდებთან დაკავშირებით. შეფასების
რუბრიკების შექმნა. გაკვეთილის გეგმების ერთობლივი დაგეგმვა და განხილვა.
მაიდნის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა თამარ მიქაძემ სკოლის პედაგოგებთან ჩაატარა
სამუშაო შეხვედრა თემაზე:განმავითარებელი შეფასების
ტიპები და მეთოდები. ;
სულ ჩატარდა სამი შეხვედრა,
სამივეში მივიღე მონაწილეობა.
პირველი
სამუშაო შეხვედრაზე ორგანიზატორმა გაგვაცნო
განმავითარებელი შეფასების მეთოდები . აღნიშნა ,რომ გაკვეთილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი
კომპონენტის მიხედვით. განვიხილეთ ორგანიზატორის მიერ წარმოდგენილი განმავითარებელი
შეფასების რუბრიკები. გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები და იდეები მიღებული
გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად.
მეორე შეხვედრაზე დავიყავით ჯგუფებად . ჩვენ თვითონ
შევქმენით განმავითარებელი შეფასების
რუბრიკები, ცალ-ცალკე გავაკეთეთ პრეზენტაცია.
მივიღეთ რეკომენდაციები.
მესამე შეხვედრაზე ერთობლივად დავგეგმეთ და განვიხილეთ
გაკვეთილის გეგმები,რომლებსაც მოვარგეთ შექმნილი შეფასების რუბრიკები . ჩავატარე გაკვეთილი
მესამე კლასში სამუშაო შეხვედრაზე ერთობლივად
შემუშავებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკის
გამოყენებით. გაკვეთილზე დამესწრო ორგანიზატორი მასწავლებელი.
ჩატარებული
შეხვედრები ჩემთვის,როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებლისთვის ძალიან
მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაწყებითების პირველ და მესამე კლასებში მოსწავლის
შეფასებას ვახდენ განმავითარებელი შეფასებით. მოხდა აზრთა გაცვლა- გამოცვლა და
კარიერული წინსვლაში ერთმანეთისთვის ხელშეწყობა. გავიაზრეთ
ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა წინსვლისთვის.
რადგან განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების
დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. ვეცდები ხშირად გამოვიყენო განმავითარებელი შეფასებისას ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი,
რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და
სხვ.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:ირმა
ჩორგოლაშვილი
შეხვედრის თარიღი: 24/01 ;
05/02; 02/03
შეხვედრის თემა:
1. როგორ მოვემზადოთ
შიდა დაკვირვებისთვის?
2. სტანდარტიზირებული შეფასების ინსტრუმენტის განხილვა
და ანალიზი.
3. გაკვეთილის
დაგეგმვა და რეფლექსიის დაწერა.
შეხვედრის მიზანი:მოვემზადოთ
შიდა დაკვირვებისთვის, გავუზიაროთ ერთმანეთს პრაქტიკიდან საკუთარი გამოცდილება; სტანდარტიზირებული შეფასების ინსტრუმენტის განხილვა და მასზე დაყრდნობით ვიდეო გაკვეთილის განხილვა; გაკვეთილის გეგმების
ერთობლივი დაგეგმვა-განხილვა გაუმჯობესება,რეფლექსიის დაწერა.
მაიდნის საჯარო სკოლის
უფროსმა მასწავლებელმა ნინო მიქაძემ სკოლის
პედაგოგებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე:როგორ მოვემზადოთ შიდა დაკვირვებისთვის? ; სულ ჩატარდა
სამი შეხვედრა, სამივეში მივიღე მონაწილეობა.
შეხვედრებზე გავეცანით თეორიული მასალას,ვუყურეთ ვიდეო გაკვეთილებს. შევიმუშავეთ
და განვიხილეთ გაკვეთილის გეგმები. კოლეგების რჩევების გათვალისწინებით დავგეგმე და
ჩავატარე გაკვეთილი მეექვსე კლასში თემა: ,,მოქმედებები წილადებზე,, . მესწრებოდა სამუშაო
შეხვედრის ორგანიზატორი და ერთი შეხვედრაში
მონაწილე მასწავლებელი.დავწერე გაკვეთილის რეფლექსია, დამსწრე მასწავლებლებისგან მივიღე უკუკავშირი,რომელსაც
გავითვალისწინებ სხვა გაკვეთილების დაგეგმასა და ჩატარებაში. შეხვედრები საინტერესო
და ნაყოფიერი იყო,როგორც ჩემთვის ასევე ჩემი კოლეგებისთვის. მადლობა შეხვედრების
ორგანიზატორს ნინო მიქაძეს.
No comments:
Post a Comment